სენაკში სტიქია ებრძვიან - ვიდეო
1782560260
უკრაინული პროკურატურის ცნობით, ბუჩაში, ირპენში და ბოროდიანკაში აღმოაჩინეს მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები, რომელთა გაკვეთისას ამოიღეს ე.წ წვეტიანი ისრები.
ამ იარაღს ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ, ხოლო ვიეტნამის ომის შემდეგ აღარავის გამოუყენებია. მის შესახებ ჟურნალისტმა სანდრო სანაიამ „ღამის კურიერში“ ისაუბრა
ისრებს სხვადასხვა სახის თუნდაც, საარტილერიო ჭურვში ათავსებენ, სადაც 8000-მდე მსგავსი, სამი სანტიმეტრის ისრის მოთავსებაა შესაძლებელი.
მცირე ზომის ისრები აფეთქების შედეგად დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში აზიანებს თავის მსხვერპლს, როდესაც ინერციით ისარი ხვდება მსხვერპლს ის იღუნება, იღებს კუჭის ფორმას, ისრის ზედა ნაწილი ტყდება და ცალკეულ დამოუკიდებელ მეორე ჭრილობას აყენებს ადამიანს.
სენაკში სტიქია ებრძვიან - ვიდეო
1782560260
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1782503400