რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
პენტაგონის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
პენტაგონის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების უმეტესობა რუსული საჰაერო ბაზებიდან ხორციელდება.
„მათი უმეტესობა რუსეთიდან მოფრინავს და შემდეგ რუსეთის აეროდრომებზე ბრუნდება, იგივე ხდება სარაკეტო დარტყმების შემთხვევაში - გამშვები მოწყობილობები რუსეთშია განლაგებული,”- განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.
შეგახსენებთ, პენტაგონის შეფასებით, მარტის ბოლოსთვის რუსეთმა უკრაინაში 1 370-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.