„ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს...“ - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1750361890
იზიუმთან რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN-ი სამხედრო ჟურნალისტის ალექსანდრე შულმანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის გერასიმოვი მარცხენა ფეხშია დაჭრილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიის ცნობით, რუსეთის არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები ისხდნენ სამეთაურო პუნქტში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 20 ოფიცერი.