ფრაზები, რომელსაც დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები ხშირად იყენებენ - შეამოწმე შენი თავი
1778705965
დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. იერიშის შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ეს არის რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურაზე და კრამატორსკის მოსახლეობაზე მიზანმიმართული დარტყმა“, – განაცხადა უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა, კამიშინმა.
თავის მხრივ, დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რკინიგზის სადგურზე დარტყმა ისკანდერის ტიპის რაკეტით განხორციელდა. სარაკეტო იერიშის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან მიმდინარეობდა ხალხის უფრო უსაფრთხო ტერიტორიებზე ევაკუაცია.