რა იარაღს იყენებს რუსეთი უკრაინაში, რომელიც მეტ მსხვერპლს იწვევს და რომელ ქალაქებზე მიიტანეს იერიში წუხელ ოკუპანტებმა

ukrainis dabombva

დაიწყო უკრაინაში ომის მე-4 კვირა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ღამით როვენის ოლქის ქალაქი სარნი დაბომბეს. რუსმა სამხედროებმა იერიში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აცხადებს, რომ გუშინ რუსეთის ძალებმა შეტევის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს სრულად ვერ მიაღწიეს. მათივე ცნობით, რუსეთი კვლავ წარუმატებლად განაგრძობს ქალაქ იზუმის სამხრეთით წინსვლის მცდელობას.

CNN კი ავრცელებს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს, რომლებშიც დაბომბილი სუმი, ჩერნიგოვი და ხარკოვი ჩანს. კვლავ უცნობია მარიუპოლის დაბომბილ თეატრში ასობით ადამიანის მდგომარეობა. ქალაქის საბჭოს ცნობით, მარიუპოლი ზაპოროჟიეს მიმართულებით გუშინ 11 ათასმა ადამიანმა დატოვა.

უკრაინული მხარე დამატებით დეტალებს ავრცელებს მელიტოპოლის მერთან დაკავშირებით. ცნობილი ხდება, რომ ივან ფედოროვი ტყვეების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს - მელიტოპოლის მერი 2002-2003 წლებში დაბადებულ რუს სამხედროებში გაცვალეს.

უკრაინისთვის საბჭოთა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემისთვის მზაობას აცხადებს სლოვაკეთი - ინფორმაციას ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში კი ამბობენ, რომ რუსეთის ძალები უკრაინაში ძველ და ნაკლებად ზუსტ იარაღს იყენებენ, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მეტ მსხვერპლს იწვევს.