მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
1791131165
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს Switchblade დრონებს. ამის შესახებ Politico-ს განუცხადა კონგრესმენმა მაიკ მაქკოლმა.
გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე საუბარია უკრაინისთვის 100 დრონის გადაცემაზე, რომელიც მანამდე ჯო ბაიდენმა დააანონსა, კონგრესმენმა კი დააზუსტა, რომ სწორედ Switchblade დრონებზეა ლაპარაკი.
Switchblade დრონი მცირე ზომის საფრენი აპარატია, რომელსაც ოპერატორი მართავს ტაბლეტით. სწრაფად მოძრავი დრონი სამიზნეს ეჯახება და ფეთქდება, სწორედ ამიტომ ეძახიან მას “კამიკაძე დრონებს”, თუმცა Switchblade თარგმანში ავტომატურად გასახსნელ დანას ნიშნავს.