პუტინის საყვარელი ქალის მდიდრული ცხოვრება - ნახეთ, სად და როგორ ცხოვრობს ოდესღაც "რუსეთის ყველაზე მოქნილი ქალი"

.jpg

მედიამ შვეიცარიაში პუტინის შეყვარებულის, ალინა კაბაევას მდიდრული ცხოვრების დეტალების შესახებ შეიტყო. ჟურნალისტების თქმით, რუსი დიქტატორის საყავრელი ქალი ოთხ ბავშვთან ერთად ლუგანოს ტბის სანაპიროსთან ახლოს, "პირად და ძალიან უსაფრთხო" შალეში ცხოვრობს.

ამის შესახებ ტაბლოიდური გამოცემა The Mirror-ი იტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ ყოფილი ტანმოვარჯიშე საკუთარ თავს  უარს არაფერზე ეუბნება მაშინ, როცა მისი "ტირანი პარტნიორი" უკრაინას "ჯოჯოხეთის გავლას" აიძულებს.

"ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა - ოდესღაც "რუსეთის ყველაზე მოქნილი ქალი" - გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიაში პუტინის ორ ვაჟთან და ორ გოგონასთან ერთად იმყოფება. 

 

ჟურნალისტების თქმით, იმ ადგილას, სადაც კაბაევასა და პუტინის შთამომავლები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დასახლდნენ, ძვირად ღირებული რესტორნები, ბანკები, ბრენდული მაღაზიები, ელიტარული საავადმყოფოებია.

 

 

ადგილობრივი ტელეარხის ცნობით, ერთ-ერთ ამ VIP კლინიკაში, სახელწოდებით Clinic Sant'Anna, 2015 წელს კაბაევამ პუტინს ტყუპი გოგონები გაუჩინა.

 

ასევე ნახეთ - პუტინი უკრაინაში მოხალისეებს გააგზავნის