„გააერთიანეთ ევა ბრაუნი და ფიურერი“ - პუტინის საყვარელი ქალის, ალინა კაბაევას შვეიცარიიდან გაძევებას ითხოვენ

kabaeva-putin

პუტინის საყვარელი ქალის შვეიცარიიდან გაძევებას ითხოვენ: „გააერთიანეთ ევა ბრაუნი ფიურერთან“ - ამ მოთხოვნით სამი ქვეყნის აქტივისტებმა პეტიცია შექმნეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოცემა YNIAN-ი ავრცელებს. 

რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის მოქალაქე აქტივისტებმა შვეიცარიიდან კაბაევას გაძევებას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ პუტინის საყვარელი ქალი რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ არ უნდა ცხოვრობდეს. 

რუსი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელიც მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის საყვარელი ქალია, აქტივისტების თავდასხმის ქვეშ მოექცა - ამიტომ, ისინი წერენ, რომ კაბაევა დიქტატორის შვილებთან ერთად "ზის იქ, სადაც არ უნდა იჯდეს".

აქტივისტებმა პეტიცია სახელწოდებით შვეიცარია, "რატომ მიეცით თავშესაფარი პუტინის რეჟიმის თანამზრახველებს??!" change.org-ზე დაარეგისტრირეს. 

პეტიციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის მოქალაქეები კაბაევას გამოძევების შესახებ თხოვნით მიმართავენ შვეიცარიის ხელისუფლებას. პეტიციაში ყოფილ ტანმოვარჯიშეს "ევა ბრაუნს" (ჰიტლერის საყვარელი ქალი) და პუტინს "ფიურერს" უწოდებენ.

„საზოგადოებამ გაიგო, რომ რუსეთის პოლიტიკური ბოროტი ფიგურა, ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი, ალინა კაბაევა დიქტატორისა და დამნაშავის, პუტინის პირადი ფავორიტია, რომელმაც ამ დღეებში უკრაინაზე თავდასხმა მოაწყო და საყვარელი ქალი აგრესორი ქვეყნიდან გაიქცა“, - აცხადებენ აქტივისტები.

პეტიციის ავტორებმა აღნიშნეს, რომ შვეიცარიამ, პირველად თანამედროვე ისტორიაში, ნეიტრალიტეტი დაარღვია და პუტინის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს  შეუერთდა. თუმცა, იმავე აგრესორის ფავორიტი ქალი დამალული მათსავე ქვეყანაშია.

"ალინა კაბაევა ამ ომს მხარს უჭერს და მას აგრესიულს არ უწოდებს. ომი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, მაგრამ რუსეთი იხსენიებს, როგორც „სპეციალური ოპერაცია“.

„გთხოვთ იყოთ პრინციპული პუტინის რეჟიმის ყველა ბენეფიციარის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, გთხოვთ, გააერთიანოთ ევა ბრაუნი თავის ფიურერთან!“ - შეაჯამეს აქტივისტებმა.