შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.
„ლაბორატორიულმა ტესტმა ინფიცირებულ ადამიანში „ომიკრონ“ ვარიანტისთვის დამახასიათებელი მუტაცია გამოავლინა“, - ამბობს პეკინის დაავადებათა კონტროლის სამთავრობო უწყების წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ პეკინი ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადება. ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მილიონობით ადამიანს, გადაუდებელი საჭიროების გარეშე, სახლებიდან გასვლა აეკრძალა, გაუქმდა მრავალი შიდა ფრენა და დაიხურა საწარმოები.