ოკუპანტები მარიუპოლის დრამატულ თეატრს გვამებისგან „ასუფთავებენ“ - ქალაქის მერია

მარიუპოლის თეატრი

მარიუპოლში ოკუპანტები რუსული ჯარების მიერ დაბომბილი დრამატული თეატრის ნანგრევებს მოკლული ადამიანებისგან ასუფთავებენ და აღმოჩენილი ცხედრები სოფელ მანგუშში მასობრივ სასაფლაოებში გადააქვთ.

მტრის შესაძლო პროვოკაციების გამო, აღდგომის ღამეს ლვოვის რაიონში და ლვოვში კომენდანტის საათი გამოცხადდება, ღვთისმსახურება კი დილის საათებში შესრულდება.

მიკოლაევში რუსების მიერ თავდასხმის საფრთხის გამო კომენდანტის საათი ხანგრძლივდება. 23-24 აპრილს, კომენდანტის საათი საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე გაგრძელდება.

უკრაინის ვიცე პრემიერის განცხადებით, უკრაინული მხარე კიდევ ერთხელ შეეცდება მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციას. ირინა ვერეშუკი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტები შესაძლოა უკრაინელების პარალელურად ცდილობდნენ საკუთარი დერეფნის მოწყობას რუსეთში ევაკუაციისთვის.

რუსეთს უკრაინის არცერთ დიდ ქალაქზე კონტროლი არ დაუმყარებია. ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. მიუხედავად გაზრდილი სამხედრო აქტივობისა ქვეყნის აღმოსავლეთით, უკრაინული ძალები დონბასის რეგიონში ოკუპანტებს იგერიებენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განმარტებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში გაანადგურეს სამეთაურო პუნქტი.