7 ფარული ნიშანი, რომ ჯადო გაქვთ - რჩევები ეზოტერიკოსებისგან, დაბინძურებული ველიდან თავის დასაღწევად
1762286421
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიაროს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„რუსეთის ფედერაციისა და მისი ოფიციალური პირების, შეიარაღებული ძალებისა და მასმედიის ქმედება უკრაინელების წინააღმდეგ არის გენოციდი და მსოფლიო ამაზე ვერ გაჩუმდება“, - ამბობს დიპლომატი.
კულება ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან, იურისტებთან და ექსპერტებთან ერთად აგროვებს ყველა საჭირო მტკიცებულებას, რათა რუსეთმა, რუსეთის ხელმძღვანელობამ და სამხედროებმა პასუხი აგონ ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და აგრესიის გამო.