„მე თვითონ დავალაგე სახლი, დამლაგებლის ფულიც აღარ მაქვს“ - რუსი ოლიგარქი მიხეილ ფრიდმანი

mikheil fridmani

მიხაილ ფრიდმანი, ერთ-ერთი რუსი ოლიგარქია, რომელსაც მოქმედი სანქციები შეეხო. Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში ის საუბრობს, რომ დასავლური სანქციები უბრალო ბიზნესმენებს შეეხო და მათ პუტინზე გავლენა არ მოუხდენია.

Forbes-ის მონაცემებით, Alfa Group-ის დამფუძნებლის, 57 წლის მიხაილ ფრიდმანის კაპიტალი 12,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მიხეილ ფრიდმანი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში მისი ბოლო მოქმედი საბანკო ბარათი გაიყინა. ამის შესახებ მან Bloomberg Businessweek-ს განუცხადა.

ოლიგარქი ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ გადაიხადოს ისეთი წვრილმანი ხარჯი, როგორიც არის სახლის დამლაგებლის მომსახურება.

„იქნებ, მე თვითონ დავალაგო სახლი. არა უშავს, სტუდენტობის დროს საერთო საცხოვრებლის პატარა ოთახში ოთხ კაცთან ერთად ვცხოვრობდი, თუმცა 35 წლის შემდეგ იგივეს გამეორება მოულოდნელია," - ამბობს ფრიდმანი.

ევროკავშირის შემდეგ, ფრიდმანს პერსონალური სანქციები 15 მარტს გაერთიანებულმა სამეფომაც დაუწესა, რის გამოც ოლიგარქი უცნაურ მდგომარეობაშია, რადგან ნაღდი ფულის გარეშე არის დარჩენილი. ის აპირებს, ბრიტანეთის მთავრობას ფულის ხარჯვის ლიცენზიისთვის მიმართოს, რაც თვეში, დაახლოებით, 2,500 ფუნტის დახმარებას გულისხმობს. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს მოთხოვნა „გონივრული.“