ექსპერტები გვირჩევენ, ძილის დროს საძინებლის კარი ყოველთვის დავკეტოთ
1786895753
კიმ ჩენ ინმა მებაღეები, 6 თვით, შრომით ბანაკებში გაამწესა, რადგან ყვავილები არ აყვავდა.
არსებული ინფორმაციით, მათ ბრალი მცენარის მიმართ გაუფრთხილებელ მოპყრობაში ედებათ.
წითელი ბეგონია, სახელად „კიმჩენგილია", გარდაცვლილი დიქტატორის კიმ ჩენ ირის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა აყვავებულიყო. მებაღეების დიდი მონდომების მიუხედავად, რომ სათბურებში შეექმნათ აყვავებისთვის საჭირო ტემპერატურა და ტენიანობა, მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა