განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
კიევის მიმდებარედ, ვასილიკოვში რუსეთმა აეროდრომის დაკავება სცადა. თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოგერიება შეძლეს. ამ ინფორმაციას ვასილიკოვის მერი ავრცელებს.
„დესანტი პარაშუტებით დაეშვა ჩვენს მინდვრებში, ტყეებსა და სოფლებში. ყველაზე საშიში დეკაბრისტების ქუჩაზე იყო.
იქ იყო ბრძოლები, ქუჩას ცეცხლი ეკიდა.
ისინი ოცნებობდნენ ჩვენი აეროდრომის ხელში ჩაგდებაზე, რათა განეთავსებინათ თავიანთი საბრძოლო ნაწილები, მაგრამ ჩვენი 40-ე ბრიგადა ძლიერია და მოიგერია”.
ვასილკოვი კიევიდან 25 კილომეტრშია.
აქ სამხედრო აეროდრომი და სხვა სამხედრო ობიექტებია განთავსებული.