1762287599
კანადამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა
კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „პატრიარქი კირილი სასანქციო სიაში მოხვდა როგორც რუსი აგენტი, რომელიც დეზინფორმატორად არის იდენტიფიცირებული და რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის მხარდაჭერასა და უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი“.
გარდა პატრიარქისა, სანქციების სიაშია, საინფორმაციო სააგენტო VGTRK, RT, SPUTNIK, რუსეთის პირველი არხი და სხვა.











