ტრაგედია სერბეთში - მატჩის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა
1762242415
                                                                ბუჩას ოკუპაციის დროს 14 წლის საშა გუცალი საკვებისა და წყლის საძებნელად, მტრის ცეცხლის ქვეშ ყოველდღე დადიოდა ქალაქში.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ წერს.
მისი გამბედაობის წყალობით, ამ ბიჭის მთელი ოჯახი, რომელიც სარდაფში იჯდა ოკუპაციაში, შიმშილით არ მოკვდა.
„რა თქმა უნდა, მეშინოდა. ვინ იცის, რა აქვთ თავში. მოდიან ავტომატებით და ჰგონიათ, რომ ყველაზე საშინელები არიან“, - ამბობს საშა.
საშას ოჯახს ბუჩას დატოვების ეშინოდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა მათი სახლის წინ სიგარეტის მოსაწევად გასული მამაკაცი დახვრიტეს.