ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიასთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა
1794858074
ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელი, რომან კაკულია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" „შუა დერეფნის“ პოტენციალზე საუბრობს და ამბობს, რომ ის დამოკიდებულია არა მარტო შიდა, არამედ გარე ფაქტორებზეც.
მისი თქმით, მსოფლიო წესრიგი იცვლება და იმ მაგიდასთან, სადაც მსოფლიო წესრიგის საბოლოო კონტურები გამოიკვეთება, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იქნება ჩინეთი.
"ეს საკითხი რამდენიმე მხრიდან უნდა შევაფასოთ. პოტენციალი დამოკიდებულია არა მარტო შიდა ფაქტორებზე, ეს გარე ფაქტორებზეც ძალიან არის დამოკიდებული და ძირითადად, სამ მიმართულებას ვხედავ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ჩვენთვის ჩინეთი ძალიან საინტერესო.
პირველ რიგში, ჩვენ რამდენი ხანია უკვე ვლაპარაკობთ, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება და იმ მაგიდასთან, სადაც მსოფლიო წესრიგის საბოლოო კონტურები გამოიკვეთება, იქ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ იქნება ჩინეთი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რომელზეც დამოკიდებული იქნება ის ახალი პლატფორმა, რომელსაც დაერქმევა წესებზე დაფუძნებული წესრიგი.
აქ შემოვიდა ძალიან საინტერესო თემა, როდესაც წესებზე დაფუძნებულ მსოფლიოზეა ლაპარაკი, მე იმ პერიოდში, როდესაც რუსეთის ომი დაიწყო, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, აქტიურად ვადევნებდი თვალს მათ ანალიტიკურ ცენტრებს და იქ გამოჩნდა ძალიან კარგი შეფასება ამ მიმდინარე პროცესების დაწყების, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენი ქმედებების ძალიან კარგ ანალიზს. იქ გაჩნდა ტერმინი გეოპოლიტიკური აგრესია და იქ ითქვა, რომ ამ მსოფლიო წესრიგის თავიდან ჩამოყალიბებას აზრი არ აქვს, თუ ჩვენ სამხედრო აგრესიას არ განვიხილავთ გეოპოლიტიკური აგრესიის გარეშე და განსხვავებას არ გავავლებთ ამ ორ ტერმინს შორის, ჩვენ ახალ მსოფლიო წესრიგს ვერ მოვაგვარებთო. მეც, რადგან ზუსტად ასე ვხედავდი ამ მოვლენების შეფასებას, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არის ის პოზიცია, რომლისგანაც ჩვენი პოზიციის გაგება ყველაზე ადვილია და ყველაზე ზუსტია. ჩვენც ზუსტად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა უკრაინელი ხალხის მიმართ და რუსეთის აგრესიას აგრესიად აღვიქვამდით, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა უფლება, ეს პროცესი განგვეხილა მხოლოდ როგორც სამხედრო აგრესია გეოპოლიტიკური აგრესიის გარეშე და ჩინეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც გამოდიოდა ზუსტად ამ გზავნილით. თავისთავად, მე დავინახე, რომ ეს ქვეყანა სწორედ იმ ახალი წესრიგის ფორმირების პროცესში შეიძლება ჩვენი თანამოაზრე იყოს, იმიტომ რომ მას ასეთი ხედვა აქვს,“ - აცხადებს რომან კაკულია.