გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
უკრაინაში დღეს სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ასევე უკრაინაში მყოფი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
გარდაცვლილები არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე არიან.
მებრძოლების ფოტოებს ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„ქართველი პარტიზანი ზაზა ბიწაძე აღარ გვყავს..... ერთი შენ იყავი და მეორე მე ბებრები..... აუ რა მაგრად გაგვიჭირდება უშენოდ ცხოვრება.
ალიკა ცაავა ვერ მოვასწარი ჩემო ძმაო შენი გაცნობა, მაგრამ ჩემ გულში გმირი ხარ და ჩვენი ძმა....ქართველი პარტიზანი“,- წერს უკრაინაში მყოფი მებრძოლი.
ზაზა ბიწაძე


ალიკა ცაავა

არკადი კასრაძე

შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ერთ-ერთი ქართველის გადმოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.