დონალდ ტრამპი: აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს არის განთავსებული
1754293468
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის მისი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
როგორც უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან კიდევ ერთხელ შეახსენა ზელენსკის, რომ მზადაა თურქეთში მისი და პუტინის შეხვედრის ორგანიზება ითავოს, რაზედაც მანამდე სოჭში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი გააგრძელებს მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით უკრაინული კრიზისის მოგვარების მცდელობებს.
18 აგვისტოს ერდოღანი უკრაინას ეწვია, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.