დავბერდი გონებრივად - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

„დავბერდი გონებრივად“, -  ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირი ზელენსკი TIME-ის ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეიცვალა ის ომის დაწყების შემდეგ.

მისი თქმით, დაბერდა იმ ცოდნისგან, რომელიც დაღუპული ადამიანების რაოდენობას  უკავშირდება.

„დავბერდი გონებრივად, მორალურად... ისე, მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მტკიცე ვარ. მაგრამ დავბერდი მთელი ამ ინფორმაციისგან, რომელიც არასდროს მინდოდა. ეს არის ცოდნა, რომელიც უკავშირდება დაღუპული ადამიანების რაოდენობას და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ასეთი სიბრძნე... მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი“, - ამბობ ვოლოდიმირ ზელენსკი