ჩვენ არ გავხდით მონები და არც არასდროს გავხდებით! - ვლადიმერ ზელენსკი

ზელენსკი

„მე-15 დღეა, ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. უკრაინის არმია მოიგერიებს თავდასხმებს მთავარ რაიონებში. ჩვენი სამხედროების, ეროვნული გვარდიის, მესაზღვრეების, პოლიციისა და ყველა იმ ადამიანის წყალობით, ვინც შეუერთდა სახელმწიფოს დამცველთა რიგებს, ჩვენ არ გავხდით მონები და არც არასდროს გავხდებით!",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. 

"ასეთია ჩვენი სული, ასეთია ჩვენი ბედი. უკრაინის, ჩვენი შეიარაღებული ძალების სიამაყე უსაზღვროა! ომის შემდეგ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც განადგურდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ჯარები გამიზნულად ქმნიან ჰუმანიტარული კატასტროფას უკრაინაში.

„ეს მათი გეგმის ნაწილია. ჩვენი ხალხის დამცირება უნდათ. უნდათ, მათ მუხლებზე დაცემულებმა აიღონ პური და წყალი ოკუპანტების ხელიდან და, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთში წავიდნენ. ამიტომ ბლოკავენ მარიუპოლს, ამიტომ ბლოკავენ ვოლნოვახასა და სხვა ქალაქებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.