ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 სამხედროს „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზდიენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 სამხედროს, მათ შორის, ექვსს სიკვდილის შემდეგ, “უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. განკარგულება პრეზიდენტი ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული:

"პრეზიდენტმა გადაწყვიტა,  უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის ოქროს ვარსკვლავის ორდენით „უკრაინის გმირის“ ტიტული მიანიჭოს“ 6 დაღუპულ პირს: იური ბლოხი - უმცროსი ლეიტენანტი, ევგენი ვოლკოვი - უმცროსი სერჟანტი, ანდრეი ივაშკო - უფროსი სერჟანტი, ალექსანდრე კაპიჩუნი - ვიცე-პოლკოვნიკი, ალექსანდრე კორპანი - კაპიტანი, ანდრეი ლიტუნი - ვიცე-პოლკოვნიკი.

გარდა ამისა, ტიტული "უკრაინის გმირი" ოქროს ვარსკვლავის ორდენით მიენიჭათ: მაიორ ევგენი ბოვის, კაპიტან ვასილი ბოეჩკოს, სერჟანტ ოლეგ მოროზის, გენერალ-მაიორ ვიქტორ ნიკოლიუკის, ვიცე-პოლკოვნიკ ვიაჩესლავ პონომარენკოს, მეზღვაურ ვალერი სამოფალოვს, პოლკოვნიკ ლეონიდ ჰოდას, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე იაკოვენკოს.

გარდა ამისა, კიდევ ორი განკარგულებით, ზელენსკიმ ათობით უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.