შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
აზოვის ზღვა შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
საფრთხე ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის მუდმივმა დაბომბვამ გამოიწვია. მეტალურგიული ქარხნის დაბომბვამ შესაძლოა დააზიანოს ტექნიკური სტრუქტურა რომელიც 10 000 ტონა წყალბადის სულფიდის ხსნარს.
ამ სითხის გაჟონვა სრულად გაანადგურებს აზოვის ზღვის ფლორას და ფაუნას. საშიში ნივთიერებები შეიძლება მოხვდეს შავ და ხმელთაშუა ზღვებში.
როგორც მარიუპოლის მერი აღნიშნავს, აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ უნდა შევიდნენ საერთაშორისო ექსპერტები, წვდომა უნდა ჰქონდეს გაეროსაც, რათა შეისწავლონ არსებული სიტუაცია და თავიდან აირიდონ მსოფლიო დონის ეკოლოგიური კატასტროფა