უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
უკრაინის „აზოვის" პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისა და რუსეთში მისი საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებას განიხილავს,- ამის შესახებ რუსეთის იუსტიციის უწყებაზე დაყრდნობით „ინტერფაქსი" იტყობინება.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „უკრაინული გასამხედროებული ნაციონალისტური გაერთიანება აზოვის ტერორისტულ ორგანიზაციას ცნობის და რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ ადმინისტრაციული საქმის განხილვა, ჩანიშნულია 26 მაისს, მოსკოვის დროით 10 საათზე, რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობაში."
ამის პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები, მარიუპოლის დამცველი „აზოვის" პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას მოითხოვენ, მათი თქმით, „აზოველები" სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.
რუსეთის დუმის წევრი, ლეონიდ სლუცკი კი დეპუტატებს სთავაზობს, გამონაკლისი შემთხვევის სახით, სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებით მოქმედი მორატორიუმი გააუქმონ და უკრაინელი სამხედროები სიკვდილით დასაჯონ.