სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით, ახალი სამი მილიარდი დოლარის დაფინანსება გამოყო. უკრაინა „ბრედლის“ ტიპის 50 ერთეულ საბრძოლო ქვეითთა მანქანას მიიღებს.
დახმარება ასევე მოიცავს ჯავშანტრანსპორტს, თვითმავალ ჰაუბიცებს, სარაკეტო შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს. აღნიშნული თანხიდან 225 მილიონი დოლარი უკრაინის არმიის მოდერნიზაციასა და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება. საერთო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 25 მილიარდამდე დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია.