„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინაში ომის დროს რუსეთს არაფერი დაუკარგავს.
ამის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს და არაფერს დავკარგავთ. მიღწევების თვალსაზრისით, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი მიღწევა - ჩვენი სუვერენიტეტის გამყარებაა და ეს იმის გარდაუვალი შედეგია, რაც ახლა ხდება“, – თქვა პუტინმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 45 700-მდე სამხედრო დაკარგა.