ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს - იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

"ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს",- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „რამშტაინის” ფორმატში შეხვედრაზე განაცხადა.

„მივესალმები რამშტაინში გამოცხადებულ საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს უკრაინის თავდაცვისთვის. რუსეთი ემზადება ახალი შეტევებისთვის, ამიტომ სასწრაფოდ არის საჭირო მხარდაჭერის გაზრდა, რათა უკრაინას გამარჯვების და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს.

იმ ფაქტს, რომ ასობით ახალი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო ტანკი მიეწოდება უკრაინას, ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ეს მხარდაჭერა უკრაინელებს არა მხოლოდ საშუალებას მისცემს დაიცვან თავი რუსეთის ახალი შეტევებისგან, არამედ განახორციელონ საკუთარი შეტევითი მოქმედებები ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - დასძინა სტოლტენბერგმა.