1750440930
ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სასულიერო პირებს უკრაინის მოქალაქეობა შეუჩერა

უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 13 სასულიერო პირს მოქალაქეობა შეუჩერა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საუბარია ტულჩინისა და ბრატსლავის მიტროპოლიტ იონაფანზე, რომელსაც SBU-მ ღალატში წაუყენა ბრალი. არსებული ინფორმაციით, მას რუსული პასპორტი აქვს. ასევე, მოქალაქეობა შეუჩერდა ტულჩინის ეპარქიის ვიკარს, ეპისკოპოს სერჰიი ლადიჟინის, რომელიც იონაფანთან დაახლოებული პირია.