ზელენსკი ტრამპს მოუწოდებს, „უკრაინის მხარეს დარჩეს“

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, „უკრაინის მხარეს დარჩეს“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმედი აქვს, დონალდ ტრამპი ხვალ ერისადმი მიმართვისას მხარს დაუჭერს უკრაინას.

„ისინი უნდა დარჩნენ დემოკრატიული ქვეყნის გვერდით, რომელიც ერთი ადამიანის წინააღმდეგ იბრძვის. ეს ადამიანი ომია, პუტინი ომია. მთელი მისი ქვეყანა ციხეშია“, – განაცხადა ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ თუ დონალდ ტრამპს ნამდვილად სურს პუტინის შეჩერება, შეერთებული შტატები საამისოდ საკმარისად ძლიერია. კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკმარის ზეწოლას ახდენს თუ პუტინზე, ზელენსკიმ უპასუხა — „არა“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურს, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებს ვერ დათანხმდება.

„ვერ მივცემთ მას ყველაფერს, რაც სურს. იმიტომ, რომ მას სურს ჩვენი ოკუპაცია. თუ მივცემთ ყველაფერს, რაც სურს, ყველაფერს დავკარგავთ. ან გაქცევა მოგვიწევს, ან რუსები ვიქნებით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.