ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 700 უკრაინელი ბავშვია მოკლული

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეტალურად აღწერა ომის მძიმე შედეგები მშვიდობიან მოსახლეობაში და განაცხადა, რომ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთმა, სულ მცირე, 700 უკრაინელი ბავშვი მოკლა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მსხვერპლი სულ რაღაც რამდენიმე დღის იყო, როდესაც მოსკოვის ძალებმა ისინი „წაშალეს“.

ზელენსკის თქმით, ათასობით ბავშვი ასევე დაიჭრა ან გაიტაცეს, ხოლო კიდევ ათასობით მათგანის ბედი უცნობია.

ეს მონაცემები ემთხვევა უკრაინის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის მიერ მანამდე გავრცელებულ ციფრებს.

„აი, ვის წინააღმდეგ აწარმოებს ომს ეს ავადმყოფი სახელმწიფო“, - თქვა მან. „აი, ვის ებრძვის მსოფლიოს ეგრეთ წოდებული მეორე არმია - არმია, რომელსაც ბრძოლის ველზე გამარჯვება არ შეუძლია და საკუთარი თავის დამკვიდრებას ბავშვების მიზანში ამოღებით ცდილობს“.