„ეს არის ჩვენი მოვალეობა?“ - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

ილია თოფურია

ცოტა ხნის წინ ქართველი სპორტსმენის, ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუიმ გააზიარა ვიდეო, რომელიც ასახავს მის სტუმრობას გადაცემაში Reconoce tu valor - დააფასე საკუთარი თავი.

„გრძნობთ, რომ თქვენი, როგორც ქალის ღირებულებას არ აფასებენ? გაქვთ რთული პერიოდი ქორწინებაში, შვილებთან ურთიერთობასა თუ პირად ცხოვრებაში? ამ ინტერვიუში ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ დააფასოთ საკუთარი თავი და აიმაღლოთ თვითშეფასება, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და რწმენა სირთულეების დროს, მისცეთ პირადი მაგალითი შვილებს და აღზარდოთ უკეთესი თაობა, არ შეეგუოთ ძალადობას, გულსატკენ სიტყვებსა თუ უსამართლობას  ყოველი დღე ახალი შანსია ყველაფრის თავიდან დასაწყებად. ღმერთმა მოგცათ იდენტობა, მიზანი და ძალა იმისთვის, რომ ფეხზე წამოდგეთ. რწმენითა და მოქმედებით თქვენ ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებთ” - ვკითხულობთ გადაცემის აღწერაში.