„ჩვენო ტკბილო, თბილო და კეთილო ვაჟკაცო, ძალიან გვატკინე გული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1780602878
საქართველოს დედაქალაქი თბილისი 11 ივლისს, RAF-ის მორიგ „ივენთს“ უმასპინძლებს, სადაც მერაბ დვალიშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მისთვის კარგად ნაცნობ ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, მათი დუელი უნდა შემდგარიყო 18 აპრილს, მაგრამ ჭიდაობის დღეს ამერიკელი მებრძოლი ტრავმის გამო „ივენთს“ ჩაეხსნა.
რაც შეეხება ქართველ მებრძოლს, გასულ კვირას მან დაამარცხა ფრენკი ედგარი და როგორც ვხედავთ, „ტრიპლ სი“-სთან ჭიდაობის შესაძლებლობა მას უახლოეს მომავალში კვლავ ექნება. ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება RAF-ის ყველაზე გრანდიოზული „ივენთი“, რაც აქამდე ყოფილა.