VIDEO: შოკისმომგვრელი ინფორმაცია - გასაყიდი ბანანის ნაცვლად, სუპერმარკეტებში შეცდომით 840 კილოგრამი კოკაინი შეიტანეს

banani

ნარკობარონებმა შეცდომა დაუშვეს, რადგან სუპერმარკეტებში 80 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ბანანის ნაცვლად შეიტანეს. 

ეს შემთხვევა ჩეხეთის სუპერმარკეტებში მოხდა, სანამ კოლუმბიიდან გერმანიისკენ მიმავალ გზაზე დააკავებდნენ. 

ტვირთი პოლიციელებმა მაშინ დააკავეს, როცა სუპერმარკეტების პერსონალმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიებში ფხვნილით სავსე პაკეტები აღმოაჩინეს, "ხილი" სავაჭრო თაროებზე უნდა დაელაგებინათ. 

პოლიციელებმა განაცხადეს, რომ თითქმის ერთი ტონა კოკაინი ამოიღეს, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით, 80 მილიონ ევროს შეადგენს. 

კადრში, რომელიც ჩეხეთის პოლიციისგან იქნა მოპოვებული, ნაჩვენებია მაძებარი ძაღლები, რომლებიც ათვალიერებენ ბანანის რამდენიმე ყუთს, რომლებიც კოლუმბიიდან იყო შემოტანილი. ნარკოტიკის საერთო მასით 840 კილოგრამს შეადგენს. 

ბანანის ნაცვლად კოკაინი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში და ქალაქებში ჯიცინსა და რიჩნოვ ნად კნეზნოუში აღმოაჩინეს. ამაზე ჩეხეთის პოლიციაში განაცხადეს:

"ინფორმაცია ტვირთების შესახებ ინახება ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მიღმა, ამ მიზეზით გამოვიყენებთ საერთაშორისო პოლიციისა და სასამართლო თანამშრომლობის ინსტიტუტს. საქმე ნარკოტიკების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა აიღო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, დაწვრილებით ინფორმაციას უმოკლეს ვადაში მოგაწვდით." - ნათქვამია განცხადებაში. 

გაეროს ნარკომანიისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) უახლეს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს, კოკაინის წარმოებამ რეკორდულ დონეს მიაღწია. გლობალურად კოკაინის წარმოება 2014-დან 2019 წლამდე გაორმაგდა და სავარაუდოდ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.