ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და შემოტანის, ბრალდებით დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

პოლიცია

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და შემოტანის, ბრალდებით დაკავებულ ორ პირს: დ.კ. და კ.თ.-ს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატი აცხადებს.

დ. კ.-ს თან მიმარ საქმე აღძრულია სსკ-ს 260 - მუხლის მეექვსე და 262- მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ დამზადება შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას.

ასევე გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას.

ხოლო, კ. თ.-ს გამოძიება ედავება 260-ე მუხლის მესამე ნაწილს, 236-ე მუხლის მესამე ნაწილს და 273-ე მუხლის მეოთხე ნაწილს. ის ბრალს აღიარებს.

სპეცოპერაცია, 7 მაისს, გვიან ღამით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა და სამხარეო პოლიციამ ერთობლივად ჩაატარა.

პოლიციამ ორი პირი მაშინ დააკავა, როდესაც სარფიდან ზუგდიდში მიდიოდნენ. მანქანიდან სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის სუბოტექსის დიდი რაოდენობა და მარიხუანა ამოიღეს.

სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს დაკავებულების სახლებიც ზუგდიდში, საიდანაც ასევე ნარკოტიკული ნივთიერებებია ამოღებული.

საერთო ჯამში პოლიციამ, დაახლოებით 4 ათასი აბი სუბოტექსი და დიდი რაოდენობით მარიხუანა ამოიღო - ნაწილი მანქანიდან ნაწილი კი საცხოვრებელი სახლიდან.