VIDEO: როგორ დააკავეს ქალი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოაწყო

აფეთქება სტამბოლი

სტამბოლის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც სავარაუდოდ, ბომბი დატოვა ქალაქის ცენტრში, ისთიქლალის ქუჩაზე.

ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ წუხელ განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ. სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს, საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაიჭრა.

სოილუს განცხადებით, აფეთქების ორგანიზების ბრძანება გაცემული იყო სირიის ქალაქ კობანიდან, შემსრულებელი კი, თურქეთში ჩავიდა ქალაქ აფრინიდან. სირიის ამ ქალაქებში მოქმედებენ ქურთების გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ წუხელ განაცხადა, რომ სტამბოლში მომხდარი აფეთქება იყო ტერაქტი და მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ კუთხეში იმყოფებიან დამნაშავეები, თურქეთი მათ მისწვდება და სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

ნახეთ კადრები, როგორ დააკავეს თურქმა სამართალდამცველებმა ქალი, რომელსაც სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოაწყო ↓