VIDEO: ჩინეთში, ისტორიაში პირველი კლონირებული მგელი დაიბადა

მგელი მაია

ჩინეთში, ისტორიაში პირველი, კლონირებული მგელი დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

ჩინური ახალი ამბების საიტის Global Times მიხედვით, კლონირებული მდედრი მგლის ლეკვის, სახელად მაიას დედა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბიგლია.

მაიას კლონირებისთვის გამოიყენეს ზრდასრული არქტიკული მგლის დნმ, რომელიც მოკვდა ხარპინ პოლარლენდში, ველური ბუნების პარკში ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, და რომელსაც ასევე მაია ერქვა. მკვლევრებმა ბიგლის სუროგატებიც გამოიყენეს, რადგან ექსპერიმენტებისთვის საჭირო რაოდენობის მდედრი მგელი არ ჰყავდათ. საბედნიეროდ, ძაღლები საკმარის დნმ-ს იზიარებენ მგლებთან, რაც საშუალებას იძლევა, რომ ჰიბრიდული ორსულობა წარმატებით განხორციელდეს.