იტალიაში საპროტესტო აქციები დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს

აქცია იტალია

რომში, კოლიზეუმთან მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მსვლელობას დაახლოებით 300 ადამიანი გამოეყო, ქუჩაში ბარიკადები აღმართეს, ნაგვის ურნები, სკუტერები დაწვეს და პოლიციას საგნები ესროლეს. მსვლელობის მონაწილეთა ნაწილმა კი კარვები გაშალა და აცხადებენ, რომ იქ კვირის ბოლომდე დარჩებიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მილანში მაგისტრალი რამდენიმე საათით გადაკეტეს. გავრცელებული ცნობებით, დემონსტრაციაზე 30 ათასი ადამიანი გამოვიდა.

ტურინში პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 50 ათასზე მეტი ადამიანია ქუჩაში. ისინი გაზრდილ საცხოვრებელ ხარჯებს აპროტესტებენ.

ვიჩენცაში პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლეს, შედეგად ოთხი პოლიციელი დაშავდა. შვიდი პოლიციელია დაშავებული მესტრეში.

იტალიაში დღეს აქციები გაიმართა პორტებშიც იარაღის გადაზიდვის წინააღმდეგ. გაფიცვების ახალი ტალღა იტალიაში 20 ნოემბრისთვისაც იგეგმება.

✕