1794829587
უნგრული მედიის ცნობით, კვლევის მიხედვით, ბოლო თვეებში პეტერ მადიარის პარტიის, „ტისას“ მხარდაჭერა 5%-ით გაიზარდა, ვიქტორ ორბანის პარტიის, „ფიდესის“ მხარდაჭერა კი 2%-ით შემცირდა
კვლევითი ორგანიზაციის, 21 Kutatóközpont-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის პარტიის, „ტისას“ მხარდაჭერა ბოლო თვეებში 5%-ით გაიზარდა, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ მხარდაჭერა 2%-ით შემცირდა. ინფორმაციას უნგრული გამოცემა 24.hu ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, პეტერ მადიარის პარტიის რეიტინგი გადაწყვეტილ ამომრჩევლებში ამჟამად 65%-ს შეადგენს, ხოლო ვიქტორ ორბანის პარტიის მხარდაჭერა 24%-მდე შემცირდა.
კვლევის მიხედვით, სექტემბრის შემდეგ მხარდაჭერის ყველაზე დიდი კლება პარტია „ჩვენს სამშობლოს“ (Mi Hazánk) აქვს. მათი პოპულარობა 11%-იდან 8%-ამდე შემცირდა.
ცნობისთვის, კვლევა ტელეფონით 5 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 000-მა რესპონდენტმა მიიღო. ცდომილების ზღვარი დაახლოებით სამი პროცენტია.
ამასთან, 24.hu-ს ცნობით, პარტია „ტისას“ საერთო მოსახლეობის 56% უჭერს მხარს, „ფიდესს“ – 21%, „ჩვენს სამშობლოს“ – 7%, ხოლო სხვა პარტიებს – 2%.








