უნგრეთი შეწყვეტს დიზელის მიწოდებას უკრაინისთვის, აღარ გასცემს სამხედრო სესხებსა და მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას - ორბანი

ვიქტორ ორბანი

"უკრაინის შანტაჟით გამოწვეული სიტუაცია" - ასეთი ფორმულირება მისცა ვიქტორ ორბანმა უკრაინის მიერ ნედლი ნავთობის მიწოდების შეჩერებას და საკითხის განსახილველად ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი "X-ზე" წერს, რომ კიევის გადაწყვეტილებას მათი მხრიდან სამი საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება.

"უნგრეთი შეწყვეტს დიზელის მიწოდებას უკრაინისთვის, აღარ გასცემს სამხედრო სესხებსა და მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას. უნგრეთისთვის მტერი უკრაინელი ხალხი კი არა, ცუდი უკრაინული პოლიტიკაა", - წერს ორბანი.