ტუსკმა არჩევნების შემდეგ ტრამპს ურჩია, ვეტოს უფლება ბოროტად არ გამოიყენოს

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რჩევა მისცა.

აშშ-ის შუალედური არჩევნების კომენტირებისას ტუსკმა აღნიშნა, რომ „ამერიკაში დემოკრატიამ გაიმარჯვა“.

„დემოკრატია აღტაცებას იწვევს. მე მიყვარს დემოკრატია - ეს მშვენიერი რამ არის. როგორც თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა არჩევნების დასრულებისთანავე, „დემოკრატებმა“ კარგად იმუშავეს - ამჯერად მას სრულად ვეთანხმები. იმედი მაქვს, ეს ჩვენს რეგიონში სიტუაციას დაასტაბილურებს“, - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მან ასევე მისცა რჩევა ამერიკის პრეზიდენტს შესაძლო ვეტოს გამოყენებასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტი ტრამპი რჩება პრეზიდენტად. ჩემი რჩევაა - თუმცა მე არ ვარ პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ არ ვარ უფლებამოსილი რჩევები მივცე ამერიკის პრეზიდენტს. თუმცა ჩემი რჩევაა - ნუ გამოიყენებთ ვეტოს უფლებას ბოროტად, როგორც მართვის მეთოდს. პოლონეთში მიღებული საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ვეტო უკანასკნელი რამ არის, რაც ეფექტიან მართვაში გეხმარებათ“, - აღნიშნა ტუსკმა.

✕