1747168660
წყალდიდობა აშშ-ში - მაშველებმა დატბორილი სკოლიდან 200 ადამიანი გადაარჩინეს

აშშ-ში, მერილენდის შტატი ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა. მაშველებმა, ნავების დახმარებით დაწყებითი სკოლიდან 200 ადამიანი გამოიყვანეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც წყალმა სკოლის შენობის მეორე სართულამდე მიაღწია.
ევაკუირებულებს შორის 150 ბავშვი და 50 ზრდასრული ადამიანი იყო. სამაშველო ოპერაციაში 15 ნავი იყო ჩართული.