ციხიდან „შვებულებით“ გასულმა პატიმარმა 6.000 ევრო მოიპარა - პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს

საბერძნეთი ციხე

პატიმარმა ციხიდან „შვებულება“ აიღო, გამოსვლისთავანე მაღაზიიდან 6.000 ევრო მოიპარა. შემთხვევა კრეტაზე, ხანიაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 41 წლის პატიმარმა ციხიდან ე.წ. შვებულება აიღო და საპყრობილე რამდენიმე დღით დატოვა. როგორც ირკვევა, ციხიდან გამოსვლისთანავე მან ერთ-ერთი ტურისტული მაღაზიის საკეტი გატეხა და იქიდან 6.000 ევრო მოიპარა.

კაცმა ქურდობა არ იკმარა და გაუჩინარდა, პოლიცია კი, ამ დრომდე ეძებს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, გარეულია თუ არა ის სხვა ქურდობაშიც, რომლებიც იმავე ტერიტორიაზე სწორედ იმ დღის შემდეგ მოხდა, როცა ციხიდან გამოუშვეს. 

კაცი წარმოშობით თესალონიკიდანაა და სასჯელს მრავალჯერადი ქურდობისთვის იხდიდა.

მთავარი სიახლეები