ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაყობს ფაშინიანის მხარდაჭერით და დარწმუნებულია მის ლიდერობაში.

„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. ძალიან ვამაყობდი, რომ მხარი დავუჭირე მის ხელახალ არჩევას და ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ლიდერობით ეს მშვენიერი ქვეყანა მიაღწევს ისეთ დიდებასა და წარმატებას, რომელიც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.