1754511189
ტრამპის ადმინისტრაციამ ქალთა სპორტში მონაწილე ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემა აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქალთა სპორტში მონაწილე ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემა აკრძალა. ცნობა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.
მიღებული გადაწყვეტილებით ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.