ცნობილია ნარკოტიკების საქმეზე დაკავებული „ვიატლაგის“ საქმე
1783538316
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სიმყარესთან დაკავშირებული ეჭვებისა, არ ფიქრობს, რომ ირანთან ომი „ხელახლა დაიწყება“.
„არ მგონია, რომ ეს კვლავ დაიწყოს. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად ჩაივლის. მათ რამდენიმე გემს დაარტყეს, ჩვენ კი მათ ბევრად უფრო ძლიერად ვუპასუხეთ. იცით, როდესაც ისინი გვარტყამენ, ჩვენ ათჯერ უფრო ძლიერად ვპასუხობთ. ჩვენ მათზე ბევრად უფრო ძლიერად ვურტყამთ“, - განაცხადა მან ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ჰკითხეს, განახლდებოდა თუ არა ომი.
„ვფიქრობ, ნებისმიერი რამ, რაც მოხდება, ძალიან სწრაფად დასრულდება და ჩვენ... მხოლოდ გავაუმჯობესებთ უსაფრთხოებას, მათ შორის ნავთობისთვისაც. ნავთობი იქნება ძალიან თავისუფალი, ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი, და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება“, - თქვა მან და დასძინა, რომ „ჩვენ არ ვეძებთ გრძელვადიან [კონფლიქტს]“.