ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

ივანე ჩხაიძე

ზაფხულის სეზონზე აუზებითა და ბუნებრივ წყალსატევებით სარგებლობისას ჰიგიენის წესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი ექიმი ივანე ჩხაიძე დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში განმარტავს, დიარეა გადატანილი ადამიანი ინფექციის გავრცელების წყაროდ შესაძლოა სიმპტომების გაქრობიდან კიდევ ორი კვირის განმავლობაში დარჩეს.

მისივე თქმით, აუზში შესვლამდე შხაპის მიღება აუცილებელია, ხოლო მდინარესა და ზღვაში ნაწლავური ინფექციების გავრცელების რისკი, წყლის მუდმივი მოძრაობისა და დიდი მოცულობის გამო, შედარებით დაბალია.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დიარეა ჰქონდა, დიარეის დასრულებიდან მინიმუმ, 2 კვირის განმავლობაში, გადამდებია, რაც უნდა კარგად გრძნობდეთ თავს. ყველა ადამიანი, რომელიც აუზში არის, შეიძლება იყოს რისკის ქვეშ, რომ გადაედებათ დიარეა.

ასევე, მნიშვნელოვანია, აუზში ჩასვლის წინ შხაპის მიღება. მდინარე მოძრავია, ზღვაც გაცილებით დიდია და იქ ნაწლავური ინფექციების საფრთხეები ნაკლებად არის“, - ამბობს ჩხაიძე.