სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი თბილისში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.