The Independent – მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს – ამის შესახებ გამოცემა The Independent ამერიკულ და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროებიც ცნობით,  შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ, შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუბიო შესაძლოა, შეეცადოს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან, განსაკუთრებით ირანთან ომისგან, დისტანცირებას, რათა გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების პოტენციური კანდიდატის.

The Independent-ის ცნობით, მისი მთავარი კონკურენტი ამჟამად ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსია.

„რუბიოს გადადგომა და ადმინისტრაციის დატოვება სრულიად ლოგიკურია. რუბიო ამჟამად რესპუბლიკელების წამყვანი კანდიდატია. ის აშკარად უსწრებს ვენსს. თუმცა, ვიდრე სახელმწიფო მდივანია, მას არ შეუძლია კენჭისყრა და ადმინისტრაციასთან ნებისმიერი კავშირი მხოლოდ მის პერსპექტივებს დააზარალებს“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას.

იქამდე კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არჩევნებში რესპუბლიკელთა დამარცხების მიზეზი ირანში ომია. ვენსის ეს განცხადება ექსპერტთან ნაწილმა აღიქვა, როგორც მცდელობა ტრამპისგან დისტანცირდეს და 2028 წლის არჩევნებისთვის მოემზადოს.

✕