თეორიულად იაფი რუსული გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის კურთხევა უნდა ყოფილიყო, თუმცა მთელი ევროპისთვის წყევლა გახდა - მორავეცკი

მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მკაცრად გააკრიტიკა გერმანია ენერგეტიკის სფეროში მისი წინა პოლიტიკის გამო.

„ეს თეორიულად იაფი რუსული გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის კურთხევა უნდა ყოფილიყო, თუმცა მთელი ევროპისთვის წყევლა გახდა“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მატეუშ მორავეცკის თქმით, ახლა ყველა ქვეყანას შეუძლია დაინახოს ამ პოლიტიკის შედეგები. „ისინი ხედავენ გერმანული პოლიტიკის, გერმანულ-რუსული პოლიტიკის ფიასკოს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.