გაზვიადებული სენსაციები და შეუსაბამო დეტალები - რას წერენ პუტინის საიდუმლო ბიოგრაფიაზე

putini

უცხოურ მასმედიაში რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიული მომენტების განხილვისას ისევ რჩება განხილვის თემად, მისი იდუმალი ბიოგრაფია. ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიაში აშკარად ბევრი შეუსაბამობაა. გაზვიადებული სენსაციების სახელით, ათობით დასავლელი ჟურნალისტი გახდა პოპულარული. რუსმა ისტორიკოსებმაც დაიცვეს დისერტაციები ამ თემაზე. 

პოლონელმა ჟურნალისტმა ქალმა ქრისტინა რედლიხმა 2016 წელს გამოსცა წიგნი სახელმწოდებით - "ვოვა, ვოლოდია, ვლადიმერი. პუტინის რუსეთის საიდუმლოებანი". ავტორი საიმედო ქალბატონია, მან 15 წელი იმუშავა ამ წიგნზე. მასალებიდან გამომდინარე იგი ამტკიცებს, რომ [შეძლო უტყუარი ფაქტების მოკვლევა]. ქრისტინა რედლიხი ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დედას შეხვდა და ესაუბრა. ნამდვილს! ოფიციალურს კი არა, არამედ - ნამდვილს. როგორც წიგნშია ნათქვამი, პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში დაფიქსირებული მშობლები მისი ნამდვილი მშობლები არ არიან.

პუტინის ნამდვილი დედა ვერა ნიკოლაევნაა, იგი სანქტ-პეტერბურგელი არ არის, ურალში, პერმის ოლქში მდებარე სოფელშია დაბადებული 1926 წელს. იმ სოფელში პუტინის გვარის მქონე ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ომის შემდეგ ახალგაზრდა გოგონას - ვერას სწავლის გაგრძელება სურდა. მან [ტექნიკუმის სტუდენტობის დროს] გაიცნო პლატონ პრივალოვი, რომელმაც მოატყუა და უთხრა, რომ ცოლი არ ჰყავდა, სინამდვილეში კი ის დაოჯახებული იყო. ვერამ უკანონო შვილი გააჩინა - ვლადიმერ პუტინი. ეს მოხდა 1950 წელს. შემდეგ ვერამ გაიგო, რომ პლატონს ოჯახი ჰყავდა ანუ ვერა ნიკოლაევნა მარტოხელა დედა აღმოჩნდა. მოგვიანებით მან ვაჟი მშობლებთან დატოვა და ტაშკენტში წავიდა, სწავლის გასაგრძელებლად. იქ მან ვიღაც ქართველი მამაკაცი გაიცნო, რომელიც ვერას ჯადოსნურ ამბებს მოუყვა და თავი უმდიდრეს და კეთილშობილ ადამიანად გააცნო. ახალგაზრდა ქალი გათხოვდა და ქმარს საქართველოში წაჰყვა, სოფელ მეტეხში - სხვათა შორის, ეს სოფელი გორიდან, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა, 30 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ვერა მეტეხში ცხოვრობდა, მაგრამ პერმის ოლქში დატოვებულ ვაჟზეც ფიქრობდა. საბოლოოდ, მან შვილი საქართველოში ჩაიყვანა, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ ქართველ მამინაცვალს გერი არ უყვარდა - სცემდა, დასცინოდა, აბუჩად იგდებდა. ამის გამო დედამ შვილი ისევ ბებიას და პაპას დაუბრუნა გასაზრდელად. რადგანაც იმ სოფელში ბევრი პუტინი ცხოვრობდა, ერთ-ერთი პუტინის გვარის მქონე ოჯახი ლენინგრადში გადავიდა საცხოვრებლად, ცოლ-ქმარი 41-წლისანი იყვნენ. 1952 წელს მათ თითქოსდა დაებადათ ვაჟი, რომელსაც სახელად ვლადიმერი დაარქვეს. მათ პირველ შვილს ვიქტორი ერქვა, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს დაიღუპა. მათ ვერა პუტინას ვაჟი შვილად აიყვანეს...

„გორდონმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჩაწერილია ტელეწამყვან სავიკ შუსტერთან, (იგი 1952 წელს ვილნიუსშია დაბადებული, მაგრამ შემდეგ, 1971 წელს მშობლებთან ერთად კანადაში გაემგზავრა. ამჟამად აქვს კანადისა და იტალიის მოქალაქეობა).

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია სათაურით „[2000 წელს] საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ჟურნალისტი არტემ ბოროვიკი კერძო თვითმფრინავით საქართველოში მიფრინავდა, რათა ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დედას შეხვედროდა. თვითმფრინავი აფეთქდა“".

სავიკ შუსტერი: - ამის თქმა არ შემიძლია, არ მახსოვს, თუმცა ვიცი, რომ [ჭიდაობა] სამბოში ვარჯიში ვლადიმერმა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას დაიწყო ანუ უკვე საკმაოდ მოზრდილი იყო. იგი ხშირად დადიოდა სათევზაოდ იმ მდინარეზე, სადაც თავის დროზე სტალინიც იჭერდა ხოლმე თევზს. ამაზე ქრისტინა რედლიხი წერს. ამრიგად, ვლადიმერ პუტინი 1950 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა და არა 1952 წელს, როგორც ახლა აცხადებენ. ესე იგი, რუსეთის პრეზიდენტი ამჟამად 70 წლის კი არა, არამედ 72-საა, პოლონელი ჟურნალისტის წიგნის მიხედვით. თავის დროზე ეს წიგნი არც ერთ უცხო ენაზე არ გადათარგმნილა, 2016 წელს პუტინის ბიოგრაფიის ისტორია სენსაციას არ წარმოადგენდა. საერთოდ, წიგნს არავითარი როლი არ შეუსრულება იმდროინდელ პოლიტიკაში - მერე რა, რომ უკანონო შვილია... თუმცა ვიმეორებ, რომ ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიის სხვადასხვა ვერსიაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყეს...

და რაც კიდევ საინტერესოა, 2000 წელს, ვლადიმერ პუტინის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე (რომელიც მან პირველ ტურშივე მოიგო), არტემ ბოროვიკმა, რუსეთში ცნობილმა ჟურნალისტმა, რომელიც იმ დროს გაზეთ "სოვერშენო სეკრეტნოს" ("სრულიად საიდუმლოდ") მთავარი რედაქტორი იყო და ტელევიზიაშიც რეიტინგულ გადაცემას ხელმძღვანელობდა, ეს ინფორმაცია გაიგო და მის გადასამოწმებლად ჩეჩენ ბიზნესმენ ზია ბაჟაევთან ერთად საქართველოში გაფრინდა, პუტინის ნამდვილ დედასთან შესახვედრად. - ინტერვიუს ჩასაწერად და მომავალი პრეზიდენტის ბავშვობის ამსახველი რამე ფოტოსურათის მოსაძიებლად). თვითმფრინავი "იაკ-40" შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენისას აფეთქდა - არტემ ბოროვიკიც დაიღუპა და ზია ბაჟაევიც. განა მაშინ ამის დამალვა საჭირო იყო? რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" (ФСБ) თვალსაზრით, საჭირო იყო. აბა რა, რუსეთის პრეზიდენტი უკანონო შვილი ხომ არ უნდა ყოფილიყო?! დაიწყებოდა ჭორების, ინტრიგების გავრცელება, რასაც მისი ოპონენტებიც გამოიყენებდნენ და ბორის ელცინის ოჯახის მტრებიც, ისე, რომ შეიძლებოდა, ვლადიმერ პუტინს არჩევნები პირველ ტურში ვერ მოეგო... ჩემი ეჭვით, ის ვერც მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებდა...